ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესი არ იყო კარგად ორგანიზებული
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
|
აქტივობის
შესრულების სისწორე
|
მოცემული აქტივობები არასწორადაა გაგებული ან/და გადმოცემული
|
მოცემული აქტივობები ნაწილობრივაა გაგებული და გადმოცემული
|
მოცემული აქტივობები ნათლადაა გაგებული და გადმოცემული
|
თანამშრომლობა
|
კგუფის წევრები არ აქტიურობენ. ჯგუფის წევრებს შორის
არ შეინიშნება თანამშრომლობის ატმოსფერო
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია დავალების შესრულებაში, თუმცა ნაკლებად თანამშრომლობენ
ერთმანეთთან
|
ჯგუფის ველა წევრი აქტიურადაა ჩართული. მათ შორის
პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობაა.
|
დროის ლიმიტი
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
ნაწილობრივ იცავენ დროის ლიმიტს
|
იცავენ დროის ლიმიტს
|
პრეზენტაციის
რუბრიკა
|
3
|
2
|
1
|
||
მიზნები
|
|||||
|
ნაშრომში ნათლად არის ნაჩვენები
ორი დისციპლინის--მათემატიკისა და ფიზიკის
ურთიერთკავშირი. ნაშრომი
საშუალებას აძლევს მოსწავლეს, დაინახოს წრფივი მოძრაობის შესახებ ამოცანების
ამოსახსნელად როგორ გამოიყენება წრფივი განტოლება და წრფივ განტოლებათა სისტემა,
ეს ორივე ერთად კი--პრობლემურ სიტუაციაში
ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.
|
ნაშრომში გარკვევით არ არის ასახული ორი დისციპლინის--მათემატიკისა და
ფიზიკის ურთიერთკავშირი წრფივი
მოძრაობის აღწერის დროს; გარკვეული დეტალები გამოტოვებულია.
|
ნაშრომის ძირითადი მიზანი
ბუნდოვანია, არასწორად არის დასმული აქცენტები, არ ასახავს ორ დისციპლინას შორის
ურთიერთკავშირს.
|
||
შინაარსი
|
|||||
|
ნაშრომში
წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილად
ასახავს თემის შინაარსს. იგი გამყარებულია დართული ვიზუალური მასალით, რაც
შინაარსთან ადეკვატურია და ნათლად წარმოგვიდგენს წრფივი მოძრაობის აღწერას
წრფივი განტოლებების საშუალებით.
|
ნაშრომის
შინაარსი ფრაგმენტულია, ლოგიკური ჯაჭვი არასრულყოფილია. ნაშრომში გარკვეული
დეტალები გამოტოვებულია და სრულად არ
არის ასახული ძირითადი ინფორმაცია, გარკვევით არ ჩანს ორ დისციპლინას შორის
ურთიერთკავშირი.
|
ინფორმაცია
ზოგადად არის წარმოდგენილი, არ იკვეთება ორი საგნის ურთიერთკავშირი, არ არის
წრფივი მოძრაობის სხვადასხვა შემთხვევები განხილული, შესაბამისი ვიზუალური
მასალა არ ერთვის თან.
|
||
შემოქმედებითობა/ვიზუალი
|
|||||
|
ნაშრომში ნაჩვენებია ორიგინალური
და საინტერესო დეტალები. მოძიებული
ფოტომასალა თემასთან ადეკვატურია, დიზაინი კი--შთამბეჭდავი.
|
ნაშრომში შემოთავაზებული
ფოტომასალა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება
შინაარსს; გარკვეული დეტალები
გამოტოვებულია.
|
ნაშრომში წარმოდგენილი ვიზუალური
მასალა მოიცავს თემასთან შეუსაბამო დეტალებს, სათანადო რესურსები არაადეკვატურია.
|
||
აუდიტორია
|
|||||
|
ნაშრომში
წარმოდგენილი მასალა დაწერილია აუდიტორიისთვის გასაგენ ენაზე; არ არის გადატვირთული გაუგებარი ტერმინებით;
მოსალოდნელ შეკითხვებზე პასუხები წინასწარ გაცემულია დეტალურად.
|
ნაშრომში
წარმოდგენილი მასალები საკმარისი არ არის იმისთვის, რათა აუდიტორიამ სრულყოფილად
გაიგოს ნაშრომის თემა და შინაარსი. არ არის გათვალისწინებული აუდიტორიის
ასაკი.
|
ნაშრომი
დაწერილია აუდიტორიისთვის გაუგებარი
ენით.
|
||
ენა
|
|||||
|
ნაშრომში
სრულყოფილად არის დაცული მართლწერის ნორმები.
|
ნაშრომში
ნაწილობრივ არის დაცული მართლწერის ნორმები.
|
ნაშრომში არ
არის გათვალისწინებული გრამატიკის
ნორმები.
|
||
მასწავლებელი: ხათუნა ლალიაშვილი
გაკვეთილის განმავითარებელი შეფასება ჰოლისტური რუბრიკის საშუალებით
კარგი
|
დამაკმაყოფილებელი |
არადამაკმაყოფილებელი |
მოსწავლეს შეუძლია მაპროვოცირებელ კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა, ლოგიკური
და არგუმენტირებული მსჯელობა, წრფივ მოძრაობასა და წრფივ განტოლებას შორის პარალელის
გავლება.
|
მოსწავლეს შეუძლია მაპროვოცირებელ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა პასუხები
ნაწილობრივაა არგუმენტირებული და ლოგიკურ მსჯელობასაც აკლია თანმიმდევრულობა.
უჭირს ფიზიკის საკითხის დაკავშირება
მათემატიკასთან.
|
მოსწავლეს არ შეუძლია მაპროვოცირებელ კითხვებზე პასუხის გაცემა, მისი
მსჯელობა მოკლებულია ლოგიკურობას და არგუმენტირებულობას. ვერ აკავშირებს ფიზიკის
და მათემატიკის საკითხებს ერთმანეთთან.
|
მოსწავლე მიზნობრივად იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საშუალებებს,
შეუძლია მიღებული ინფორმაციის გამოყენება
და მართვა, კერძოდ, მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენებით SI სისტემის ერთეულების გადაყვანა
ერთეულთა სხვა სისტემაში და პირიქით.
|
მოსწავლე იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საშუალებებს, მაგრამ უჭირს
მიღებული ინფორმაციის მიზნობრივად მართვა, ნაწილობრივ იყენებს მათემატიკაში მიღებულ
ცოდნას ფიზიკის საკითხებში.
|
მოსწავლე ვერ იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საშუალებებს
მიღებული დავალების შესასრულებლად.
|
მოსწავლე სწორად აანალიზებს გაკვეთილის მსვლელობისას დასმულ კითხვებს
და შეუძლია ეფექტური უკუკავშირი. შეუძლია მიმართულების მიმცემ კითხვებში ზოგადი კითხვა
დაუკავშიროს შინაარსობრივს.
|
მოსწავლე აანალიზებს გაკვეთილის მსვლელობისას დასმულ შეკითხვებს, მაგრამ
უკუკავშირი ზოგადია და არადამაჯერებელი.
|
მოსწავლეს არ შეუძლია გაკვეთილის მსვლელობისას დასმული კითხვების გაანალიზება,
ვერ აკეთებს უკუკავშირს, ვერ ხედავს ზოგადი კითხვიდან შინაარსობრივზე გადასვლის გზებს.
|
მოსწავლე ეფექტურ მონაწილეობას იღებს ჯგუფურ მუშაობაში.
|
მოსწავლე მხოლოდ ნაწილობრივ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში.
|
მოსწავლე თითქმის ვერ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში ან ერთვება არაეფექტურად.
|
მოსწავლეს შეუძლია ტექსტური
(ფიზიკის) ამოცანის შინაარსის
გააზრება, საჭირო მონაცემების ამოკრეფა, ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა, საძიებელი
სიდიდეების გამოყოფა, განტოლების და/ან განტოლებათა სისტემის შედგენა, ამოხსნის გზის
რეალიზება და პასუხის მიღება, მიღებული ამონახსნის ინტერპრეტაცია კონტექსტის შესაბამისად.
|
მოსწავლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია ამოცანის ამოხსნისთვის აუცილებელი
ეტაპების უშეცდომოდ გავლა, ამიტომ უჭირს
წრფივ განტოლებათა სისტემის შედგენა, ამოხსნის ხერხის მოძებნა და სწორი პასუხის მიღება.
|
მოსწავლეს არ შეუძლია ამოცანის შინაარსის სწორად გააზრება, შესაბამისად,
არ შეუძლია ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა და ამოხსნის გზის მოძიება. ამიტომ მოსწავლე
ვერ ხსნის ამოცანას ან ვერ ღებულობს სწორ პასუხს.
|
მოსწავლე ავლენს პრეზენტირების კარგ უნარს, ფლობს აუდიტორიას, იყენებს
ჟესტიკულაციას, საუბრობს გამართული ენით, ადეკვატურად იყენებს თვალსაჩინოებას, იცავს დროის ლიმიტს.
|
მოსწავლე სრულყოფილად ვერ ფლობს პრეზენტირების უნარს, ჯგუფის მიერ ფლიპჩარტზე
შესრულებული დავალების წარდგენა შეუძლია
ხარვეზებით.
|
მოსწავლეს არ შეუძლია ჯგუფის მიერ ფლიპჩარტზე შესრულებული დავალების წარდგენა, ვერ ფლობს პრეზენტირების
უნარს.
|
|
|
|
მასწავლებელი: ხათუნა ლალიაშვილი
No comments:
Post a Comment