პროექტები


                   პ რ ო ე ქ ტ ი
პროექტის სახელწოდება:     გეომეტრიული ფიგურები  ჩენს გარშემო

პროექტის მთავარი იდეა  (თემის აქტუალურობა ):   ხშირად მოსწავლეებს უჭირთ გეომეტრიული ფიგურების სწორი აღქმა, მითუმეტეს--სივრცული ფიგურების. ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში კი ვხვდებით ისეთ ფორმებს, რომლებიც სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურის ანალოგიურია. აღნიშნული პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, რომ გეომეტრიული ფიგურები არ არის აბსტრაქტული სხეულები ან მხოლოდ ქაღალდზე გავლებული ხაზები, ისინი რეალურად არსებობენ ჩვენს გარშემო, ამიტომ საინტერესოა მათი გამოკვლევა და შესწავლა.

პროექტის  მიზანი:   მოსწავლე შეძლებს აღმოაჩინოს და გამოიკვლიოს მის გარშემო არსებული სხეულებიდან  რაიმე გეომეტრიული ფიგურის ფორმა; შეძლებს ბრტყელი და სივრცული ფიგურების კატეგორიზაციას.; მოიძიებს და დაახარისხებს ინფორმაციას ეგვიპტური პირამიდების შესახებ;  გამოარჩევს ადამიანის ხელით შექმნილ და ბუნებრივად არსებულ გეომეტრიულ ფიგურებს.

მოსწავლეთა ასაკი:    11  წელი

პროექტის ხანგრძლივობა:   4 კვირა

პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:  
ვმვ-ს ჩანაწერები, გეომეტრიული ფიგურების მაკეტები, პლასტილინის ნაძერწები,  სურათები, პრეზენტაციები,  ბუკლეტები,  პოსტერები,  კედლის გაზეთი, თვითშეფასების კითხვარი.


რესურსები:   კომპიუტერი,  პროექტორი, ინტერნეტი, ენციკლოპედია, ფოტოაპარატი, ფორმატის  ქაღალდი,  ფლიპჩარტები.

პროექტის მსვლელობა:    პროექტის დასაწყისში მოსწავლეები შექმნიან  ვმვ  ჩანაწერებს  გეომეტრიული ფიგურების შესახებ. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები შექმნიან გეომეტრიული ფიგურების მაკეტებს, დაამზადებენ პლასტილინის ნაძერწებს, გადაიღებენ მის გარშემო აღმოჩენილ გეომეტრიული ფიგურების სურათებს და მოამზადებენ  ფოტომასალას, დაამზადებენ სივრცული ფიგურების შლილებს,  შექმნიან პოსტერებს და კედლის გაზეთებს, დაამზადებენ ბუკლეტებს გეომეტრიული ფიგურებით, მოამზადებენ პრეზენტაციებს გეომტერიული  ფიგურების შესახებ;  შეავსებენ თვითშეფასების კითხვარს.


ესგ-ის   სტანდარტი:   
 მათ.
VI. 7.  ამოიცნობს სივრცულ  გეომეტრიულ   ფიგურებს, აღწერს და გამოსახავს მათ სხვადასხვა ხერხით.  ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს. 

პროექტის   ხელმძღვანელი,  მასწავლებელი:   ხათუნა  ლალიაშვილი
ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:
      laliashvilikhatuna@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:    laliashvilikhatuna.blogspot. com




No comments:

Post a Comment

ხათუნა ლალიაშვილის პორტფოლიო