გეგმები


                              ინტეგრირებული   გაკვეთილის   გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:       ხათუნა ლალიაშვილი   16001002708 
საგანი:        მათემატიკა--ფიზიკა
სწავლების საფეხური/კლასი:       VIII
მოსწავლეთა რაოდენობა:    25
გაკვეთილის თემა:  ტექსტური ამოცანების ამოხსნა წრფივი თანაბარი მოძრაობის
                                შესახებ წრფივი განტოლებისა და წრფივი ორუცნობიანი  განტოლებათა
                                სისტემის   გამოყენებით 
                                 
გაკვეთილის  მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს  ორ დისციპლინას--მათემატიკასა და ფიზიკას
                                       
 შორის კავშირის დამყარება, წრფივი თანაბარი მოძრაობის შესახებ
                                            
ტექსტური ამოცანებისთვის  ორუცნობიან განტოლებისა და/ან  
                                            
განტოლებათა  სისტემის შედგენა და ამოხსნა,  მიღებული 
                                        
ამონახსნების ინტერპრეტაცია კონტექსტის  გათვალისწინებით.
                                         მოსწავლემ შეძლოს  ფიზიკასა და მათმატიკას შორის ურთიერთკავშირი
                                         გამოიყენოს პრობლემის გადასაჭრელად.

                                        
უნარ-ჩვევები:    სიტუაციის გაანალიზების, ინფორმაციის ტრანსფერის, შეფასების, შედარების
                               და  პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
შეფასების მეთოდი:   განმავითარებელი
მოსწავლეთა ორგანიზება:   ინდივიდუალური და ჯგუფური;
ძირითადი სასწავლო რესურსები:  სახელმძღვანელო, ფლიპჩარტები, პრეზენტაციები, მპუტე,
                                                               
ტორ.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო
რესურსები
დრო(წთ)
1
ფაზა 1.
აქტივობა 1
მასწავლებელი  მისალმებისა და მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის შემდეგ  მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეახსენებს კლასში და ჯგუფში ქცევის წესებს, მკაფიოდ და გასაგებად განუმარტავს ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმებს
ვერბალური  ახსნა
მთელი კლასი
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა და მიზანი, გაკვეთილის განმავლობაში შესასრულებელი დავალებები.შეფასების კრიტერიუმები.(კრიტერიუმები ამობეჭდილი დაურიგდებათ)

3 წთ
2
აქტივობა  2
წინარე ცოდნის გააქტიურება.
მიმართულების მიმცემი კითხვები: 
1. როგორ ფიქრობთ, რა კავშირია მათემატიკას და  ფიზიკას შორის?
2.  ხშირია თუ არა თანმხვედრი თემები? 
3. როგორ გამოისახება  ფორმულით 
X  და  Y  სიდიდეებს შორის  წრფივი  დამოკიდებულება?
4. როგორ გამოისახება მისი კერძო შემთხვევა?
5. როგორი სახე ან რა თვისება აქვს 
y=kx წრფივი დამოკიდებულების გრაფიკს?
6. როგორ გამოისახება  წრფივი თანაბარი მოძრაობის დროს გავლილი მანძილის გამო
სათვლელი ფორმულა?
7.  რა აქვთ საერთო და რით განსხვავდება
 y=kx  და  s=vt  ფორმულები?
8. როგორ ჩაიწერება წრფივ ორუცნობიან განტოლებათა  სისტემა?
9. მისი ამოხსნის რომელი ხერხები ვიცით?
გონებრივი იერიში
(კითხვა-პასუხი)
ინდივიდუალური
1.ფლიპჩარტზე წარმოდგენილი წრფივი დამოკიდებულების ამსახველი და წრფივი მოძრაობის აღმწერი ფორმულები გაკრულია კედელზე.
2. ჩხირები მოსწავლეთა გვარების მითითებით, რათა მასწავლებელმა მოსწავლე პასუხის გასაცემად გამოიძახოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
8 წთ
3
აქტივობა 3
პრეზენტაცია:
მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს  „სლაიდ შოუს“  იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაჭირდეთ მათ პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად   ფიზიკის ამოცანის ამოხსნა წრფივი განტოლების გამოყენებით.
ვიზუალური  მასალის წარდგენა
მთელი კლასი
პრეზენტაცია
3 წთ
4
ფაზა 2.
აქტივობა 4
მოსწავლეებს  ჯგუფებში მიეცემათ დავალებები.  მათ უნდა მოახდინონ პროექტორით წარმოდგენილი და ფოტოზე ასახული  სამი  ცოცხალი არსების  სიჩქარის შედარება.  თითოეული  ჯგუფი  ჯერ ხმამაღლა გამოთქვამს ვარაუდს, შემდეგ იწყებენ  ჯგუფებში მუშაობას, რათა ზუსტად გამოთვალონ სიჩქარეები და ააგონ სიჩქარის გრაფიკები კოორინატთა ერთ სისტემაში.
ფიზიკასა და მათემატიკაში არსებული  ცოდნის გამოყენება  პრაკტიკაში

მეთოდი--„ორგანაიზერი“
ინსტრუმენტი--ფოტომასალა



ჯგუფური
პროექტორი, ფლიპჩარტი, სადაც ჯგუფებმა უნდა შეასრულონ დავალება
4 წთ
5
აქტივობა  5
მოსწავლეების მიერ მიღებული შედეგების  წარმოდგენა  რაოდენობრივად და გრაფიკულად
ინსტრუმენტი--პრეზენტაცია
ჯგუფური
საპრეზენტაციო ნაშრომები, რომელთაც წარმოადგენენ ჯგუფები
6 წთ
6
აქტივობა  6
მასწავლებელი სვამს კითხვებს შემხვედრი ,საწინააღმდეგოდ მიმართული და ერთი მიმართულებით მოძრაობების შემთხვევებში  სიჩქარის და , შესაბამისად, მანძილის გამოსათვლელი ფორმულების შესახებ.  ამის შემდეგ  მოსწავლეებს სთავაზობს ამოცანას  მდინარეზე მოძრაობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მდინარის მიმართულებით და მის საწინაღმდეგოდ მოძრაობას.  ამოცანა წარმოდგენილია  პროექტორის საშუალებით კედელზე. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, რომ ჯგუფებმა ამოცანა ამოხსნან წრფივ განტოლებათა სისტემის გამოყენებით.

საგანთა შორის კავშირის დემონსტრირება

ინსტრუმენტი--ფოტომასალა-- ამოცანა ეკრანზე



ჯგუფური
პროექტორი,
მარკერები, ფლიპჩარტები,
მონიტორინგის ფორმა
3 წთ
7
აქტივობა  7
მოსწავლეების მიერ მიღებული შედეგების წარმოდგენა
ინსტრუმენტი-- პრეზენტაცია
ჯგუფური
საპრეზენტაციო ნაშრომები, რომელთაც წარმოადგენენ ჯგუფები
8 წთ
8
ფაზა  3.
აქტივობა  8

შეფასება
განმავითარებელი 
ჯგუფური,  ინდივიდუალური
ჯგუფური მუშაობის  შეფასების რუბრიკა (მონიტორინგის ფორმები);
განმავითარებელი შეფასება ჰოლისტური რუბრიკის დახმარებით
3 წთ
9
აქტივობა  9
საშინაო დავალების მიცემა
ვერბალური  კომუნიკაცია
მთელი კლასი
მათემატიკის სახელმძღვანელო, ფიზიკის ამოცანათ კრებული
2 წთ

ესგ-ს სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:
მათ. VIII. 4. ხსნის ბუნებისმეტყველების  დარგებიდან მომდინარე ამოცანებს.
მათ.
VIII.7.  ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად  ადგენს და ხსნის წრფივ განტოლებათა
                      სისტემას; ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის
                      გათვალისწინებით.
ბუნ.
VI. 3  მოსწავლე აანალიზებს  წრფივი მოძრაობის სიჩქარეს,  გავლილ მანძილსა და დროის 
                    შუალედს შორის თანაფარდობას,  იყენებს ამ თანაფარდობებს ამოცანების
                    ამოხსნისას.



                  
                 ჯგუფური  მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
ჯგუფის მიერ სამუშაოს შესრულების  პროცესი არ იყო კარგად ორგანიზებული
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
აქტივობის  შესრულების სისწორე
მოცემული აქტივობები არასწორადაა გაგებული  ან/და გადმოცემული
მოცემული აქტივობები ნაწილობრივაა გაგებული და გადმოცემული
მოცემული აქტივობები ნათლადაა გაგებული და გადმოცემული
თანამშრომლობა
კგუფის წევრები არ აქტიურობენ. ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნება თანამშრომლობის ატმოსფერო
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია  დავალების შესრულებაში, თუმცა ნაკლებად თანამშრომლობენ ერთმანეთთან
ჯგუფის ველა წევრი აქტიურადაა ჩართული. მათ შორის პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობაა.
დროის ლიმიტი
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
ნაწილობრივ იცავენ დროის ლიმიტს
იცავენ დროის ლიმიტს




მ ო ნ ი ტ ო რ ი ნ გ ი ს    ფ ო რ მ ა

კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ჯგუფები
I
II
III
IV
I
II
III
IV
I
II
III
IV

ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება












ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება












აქტივობის  შესრულების სისწორე



თანამშრომლობა













დროის ლიმიტი
















ხელმოწერა:  ხ.ლალიაშვილი

თარიღი

No comments:

Post a Comment

ხათუნა ლალიაშვილის პორტფოლიო